logo_geo
eng_logo
საპროტესტო აქცია პარლამენტთან: ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს
- +

14 ნოემბერი. 2019. 22:19

 

 

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.

 

ვადამდელი გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით. ეს არის ჩვენი გენგეგმა. მაგრამ ვინაიდან ვართ ერთად ერთის წინააღმდეგ, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი. 20:00 საათზე გეტყვით მივაღწიეთ თუ ვერა. ახლა პარტიების გაფართოებულ შეკრებაზე მივდივართ“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

 

ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის შესახებ განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც.

 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კატეგორიულად გამორიცხა.

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner