საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
"არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მაჟორიტარების გაკეთებული საქმე, ჯერ იქნებ მანახოს ვინმემ და გეფიცებით, ბოდიშს მოვუხდი, ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც დღეს, თავიანთ კეთილდღეობას ვერ შეელივნენ და დეპუტატის "მომავალ" მანდატზე, უარი ვერ თქვეს... მათ, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ცხადია, საკუთარი ინტერესები დააყენეს... ხოდა, რადგანაც ყველა თქვენგანის საქმიანობის შესახებ, საყოველთაოდ ცნობილია, რას აკეთებთ და ვისი დახმარებით აკეთებთ, ის რომ, დეპუტატობა მხოლოდ თქვენი ბიზნესის ლობირებისთვის გჭირდებათ და სინამდვილეში, რომ უძრავად დევხართ, და ჰყრიხართ გვამებივით პარლამენტში, თქვე მართლა უნამუსოებო, ხალხის კისერზე რომ სხედხართ ამდენი წელია და ქვეყანას, ბალახივით რომ პარსავთ, თქვე ქვეყნის და ხაზინის ქურდებო...
ყველა თქვენთაგანის ბიზნესები, უნდა გასაჯაროვდეს, ასევე ის, თუ რა სიამ-ტკბილურ-კოჰაბიტაციურ-სიყვარულობაში ხართ ჩამკვდარი ერთმანეთთან მაჟორიტარი-ქოცები, სისხლისმსმელ ნაცებთან... სინამდვილში, დილით რომ ერთმანეთს ხოცავთ, საღამოს რესტორნებში ქეიფობთ და ერთმანეთს ლოკავთ....
რეალურად, ამ თქვენი უგუნური გადაწყვეტილებით, ხელი შეუწყეთ იმას, რაც ახლა ხდება რუსთაველზე... ყველა დორბლიანმა, დუჟმომდგარმა და გაუწონასწორებელი ფსიქიკის ნაცმა, ასევე მათთან ასოცირებულმა, ორკაციანი პარტიის ლიდერებმა, თავი მოიყარეს რუსთაველზე და შეხმატკბილებულად, დაუზოგავად ლანძღავენ იმ კაცს ,ვინც თქვენ საერთოდ, "კაცებად" და მილიონრებად გაქციათ... თქვენ მართლაც გაუმაძღარო, მუცელღორა მონებო... რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საერთოდ რას წარმოადგენდით?... არაფერს... კარის მეზობლებიც კი, არ გიცნობდათ ზოგიერთს... ზოგი თქვენი მილიონების სამწყემსად ხართ პარლამენტში და ზოგს კიდევ, ცხრაკლასიანი განათლებაც კი არ გაქვთ.. საშუალო სკოლაც არ გაქვთ დამთავრებული, ოროსნებო..... ეს პოლიტოლური ფარსი, რაც პარლამენტთან ჯერჯერობით დაბალი ტემპერატურითა და 2 ათასამდე კაცით არის წარმოდგენილი, მაგრამ თუკი მათი დუღილის აწევა მოხერხდა, ეს თქვენი დიდი დამსახურება იქნება "მაჟორიტარებო" და ქართველი ხალხი, არავის არ დაეკითხება, დამსახურებულად გაგიფინოთ ფეხქვეშ და მატლებივით გაგსრისოთ... ღირსიც იქნებით და ეჭვიც არ შეგეპაროთ, ასეც მოხდება...
ახლა, ვინმე არ გაბრიყვდეს და ზედმეტი სიტყვა არ თქვას, ეს რა გვაკადრაო, თორემ დავყრი ფაქტებს, თქვენი უვარგისობისა და ნაძირლობის შესახებ, თქვე გაიძვერებო... მიხვდით, რომ თქვენ მომავალში, მანდ არავინ მიგაყნოსინებთ და ბოლო შანსი გამოიყენეთ იმისთვის, რომ არიოთ ქვეყანა და გააკეთოთ, ისევ და ისევ, მიშა ფაშისტის საქმე... ეტყობა გავრილოვი არ გეყოთ, თქვენ მართლაც მუცელღორა მონებო... დარწმუნებული იყავით, ამ ფაქტს ქართველი ერი არ დაივიწყებს და ყველა თქვენგანის სახელს, ღირსების სამსჯავრო ბოძზე გააკრავს.....საბოლოოდ კი, თქვენ ყველა ერთად, ხალხის ზიზღითა და ფურთხით დატოვებთ პარლამენტს და პოლიტიკას", - წერს დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.