ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პარლამენტის შენობასთან დღეს დაწყებულ, ოპოზიციური პარტიების აქციას აფასებს:
„ათიათასობით ადამიანი იდგა ყოველდღე აქციებზე 30 წლის წინ და ერთი გინება არ მომისმენია მიკროფონიდან. 30 წლის წინ აქციის ორგანიზატორები პატივს სცემდნენ ხალხს, აქციის მონაწილეებს. მაშინ აქციის პირდაპირ ეთერში ჩვენებას ვინ ჩივის, ინფორმაციაც კი დაჭრილ-დაკუწული გადაიცემოდა. ახლა თითქმის ყველა არხზე პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ იგინებიან და ილანძღებიან Fuckინგები, რომლებმაც მიკროფონი ხელში ჩაიგდეს და მთელ ქვეყანას შეურაცხყოფენ! ესენი ვინ არიან, საიდან მოვიდნენ?!“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.