„თუ ჩაუფიქრდებიან აქციაზე მყოფი ადამიანები და ღრმა ანალიზს გააკეთებენ, მოსწონთ თუ არა უმრავლესობა და „ქართული ოცნება“, უმრავლესობის დაშლა იქნებოდა სახელმწიფოსთვის სერიოზული დარტყმის მიყენება და 2020-მდე ვერ მივაღწევდით ვერანაირად სტაბილურად“, -ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით განხილვა „ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ შედგება.
„იმ პერიოდიდან, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ერთპიროვნულად. ადამიანების რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რათა პროპორციული არჩევნები ჩავარდნილიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ბულინგი და ზღვარგადასული შეტევა მიმდინარეობდა ჩემი კოლეგების მიმართ, ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. გადაწყვეტილება თავისუფალ კენჭისყრაზე იყო გუნდის ერთობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მთავარი არ არის, რას ფიქრობენ პოლიტიკოსები, მთავარია, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი.