logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: არ გაგიკვირდეთ, მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის უკვდავი ფორმულით - „მამული, ენა, სარწმუნოება“ წარდგეს ქართველი ხალხის წინაშე...
- +

17 ნოემბერი. 2019. 00:21

 

 

„აღმაშენებელი უკვე არის, ვინ დაუშლის, ახალი დროის ილია ჭავჭავაძეც რომ გახდეს“,- ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„არ გაგიკვირდეთ, სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის უკვდავი ფორმულით-„მამული, ენა, სარწმუნოება“ - წარდგეს ქართველი ხალხის წინაშე და თავი ილიას სულიერ მემკვიდრედ და მისი საქმის გამგრძელებლად, სად გამოაცხადოს.

 

აღმაშენებელი უკვე არის, ვინ დაუშლის, ახალი დროის ილია ჭავჭავაძე რომ გახდეს. აღმაშენებელს გიორგი ჭყონდიდელიც ხომ სჭირდება და აგერ არის პაატა ცაავა, იგივე მეუფე პეტრე სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, რომლებიც დღემდე მისტირიან „ღვთისმოსავ“ მიშას.

 

მეუფე პეტრეს არ დაუმალავს, რომ აქტიურად აპირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, მან სინოდის  სხდომიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ საქართველოში ახალი ეროვნული მოძრაობა დაიწყება და ქვეყანა აპოკალიფსურ ცვლილებებს უნდა ელოდოს“,-წერს ვახტანგ ხარჩილავა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner