„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ნაციონალებს მოუწოდებს, სისხლის სამართლის კოდექსი ხანდახან გადაშალონ, სადაც წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთით.
.
„მივმართავ შსს-ში ჩაბუდებულ ნაც-მაღალჩინოსნებს - ხანდახან სისხლის სამართლის კოდექსიც გადაშალეთ.
მუხლი 222. ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკოლოზ მჟავანაძე.
აღსანიშნავია, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, პარლამენტის შენობის შესასვლელი ჭიშკარი, რომლითაც დეპუტატები სარგებლობენ, დღეს ბოქლომით ჩაკეტეს. მანამდე თბილისის ექს მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ვერც ერთი დეპუტატი პარლამენტის შენობაში ვეღარ შევა.
მოგვიანებით, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ბოქლომიანი ჯაჭვი გაჭრეს.