შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცავთა ოდენობის ზრდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვისაა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხდება.
ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ლოკაციაზე სამართალდამცავთა დამატებითი ჯგუფების მობილიზებაა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები.