„პარლამენტთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს“, – ამის შესახებ „საქართველოს პირველი არხის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე პირი.
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება რამდენიმე ხნის წინ დაიწყეს. სამართალდამცველები წყლის ჭავლს იყენებენ.