logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები
- +

18 ნოემბერი. 2019. 19:51

 

„ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას თანამოქალაქეების ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა, ის რასაც ადგილი ჰქონდა, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, არაკონსტიტუციურია.

 

„რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის და შეკრების უფლება, ეს უფლება განუხრელად იყო დაცული და განუხრელად იქნება დაცული მომავალშიც.

 

რაც სამწუხაროა არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა და ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. ეს სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების ფარგლებს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

                            

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner