შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციის დაშლასთან და დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღიშნულია, რომ სამართალდარღვევისთვის პოლიციამ 37 პირი დააკავა. დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.
„ აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი“, - აღნიშნულია განცხადებაში.