logo_geo
eng_logo
ექსპერტ-კრიმინალისტებმა პარლამენტთან ე.წ მოლოტოვის კოქტეილები აღმოაჩინეს
- +

19 ნოემბერი. 2019. 00:56

 

 

საკანონმდებლო ორგანოს მარცხენა ეზოდან გამოვიდნენ პოლიციელები და სპეცრაზმის წევრები, სამუშაოები შეასრულეს დასუფთავების სასმსახურის თანამშრომლებმაც. სწორედ ამის შემდეგ, ადგილზე გამოჩნდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები წარმართეს.  

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას თქმით, წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, შესაძლოა, ტომრებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ჩაქუჩები ჰქონდათ.

 

როგორც დეპუტატმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოასწრო და უნდა დაზუსტდეს, რეალურია თუ არა ეს ვერსია.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner