logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: 2024 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ!..
- +

19 ნოემბერი. 2019. 11:39

 

„ამ ვადის გადმოწევას მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბა“,-ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„ხელმომწერთა შორის მეც ვიყავი. დეპუტატებმა ხელი მოაწერეს კანონის ინიცირებას, რაც ნიშნავს, რომ დეპუტატები მზად იყვნენ ამ საკითხის განსახილველად. ეს ხელმოწერა ხომ არ ნიშნავს, რომ კანონპროექტი მხარდაჭერილია? არაერთი შემთხვევა ყოფილა, ხელი მოგვიწერია ინიცირებაზე და მერე განხილვისას მის მიღებაზე უარი გვითქვამს. აქ რეალობა უფრო მძიმე იყო. დეპუტატები 21 ივნისის ღამის შემდგომ კომპრომისზე წავედით, რომ დავთანხმებულიყავით პროპორციული სისტემის ნაადრევად-მეთქი, ვამბობ, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2024 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ. ამ ვადის გადმოწევას მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბა. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი ქმნიდნენ ილუზიას, რომ თითქოს მთელი ქვეყნის მოთხოვნა იყო  არსებული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა. იყო პირობა, რომ ამ გადაწყვეტილებით დამშვიდდებოდა სიტუაცია. ეს პირობა დაირღვა - აქციები არათუ შეჩერდა, უფრო გამწვავდა. ხომ ნახეთ, რომ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას შეეხნენ, პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგაც კი გაილაშქრეს“,- აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner