ბერლინში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სირიელი დააკავეს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 37 წლის სირიის მოქალაქე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების შესაძლებლობას ინტერნეტში განიხილავდა.
როგორც გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში განაცხადეს. მათ შესაბამისი მიმოწერის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ. გამოძიების ცნობით, ბერლინის მცხოვრებმა სირიელმა ტერაქტებისთვის მზადება 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყო.
37 წლის მამაკაცი დღეს საკუთარ ბინაში აიყვანეს. გამოძიება გრძელდება.