logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია გრიგოლ ვაშაძეზე: ყოვლად სამარცხვინო ასაკოვანი ხულიგანი, რომელიც მუშტებზე იწევს
- +

19 ნოემბერი. 2019. 20:58

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: 

 

"ასაკით უმცროსს მომიტინგეს ან მიტინგზე სიტყვით გამომსვლელს რა უნდა მოსთხოვო, როდესაც ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ასაკოვანი პერსონა ძველ ბიჭურად და "თბილისურად" ხავის მუქარით მიკროფონში! აი, მაგალითი არა მარტო მდაბიობის და მეშჩანობის, არამედ სახე სიბერეში წასული ფსევდო პოლიტიკოსისა! ყოვლად სამარცხვინო ასაკოვანი ხულიგანი, რომელიც მუშტებზე იწევს...რა ვუთხარი იმ სპეცრაზმელს კარგად რომ არ დაგჟეჟა...პრეზიდენტად კი არა პარლამენტში რა გინდა?! ყველა მიუღებელ ადამიანს მოსკოვის აგენტის იარლიყს რომ აკერებდი ორი დღის წინ, კარგად იჯექი ნინო ბურჯანაძის გვერდით ურცხვად და უტიფრად!


თბილისურად გეტყვითო... წადი შე, თბილისელო კინტო!", - წერს ირაკლი შონია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner