logo_geo
eng_logo
მსვლელობა და ადმინისტრაციული შენობების პიკეტირება: ოპოზიციის გეგმები 25 ნოემბრისთვის
- +

20 ნოემბერი. 2019. 00:36

 

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ორშაბათს, 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს, რომლის დროსაც, ოპოზიცია, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობას, შემდეგ კი ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას გაგმავს.

"გუშინდელი დღის საპასუხოდ, იქნება რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ და პარლამენტის პიკეტირება. ჩვენი ქმედება იქნება კანონიერი და კონსტიტუციური. ჩვენ ვაიძულებთ რომ მშვიდობიანი გზით, პროპორციული არჩევნებით გადადგეს ხელისუფლება. ამასთანავე ორშაბათამდე მოვაწყობთ უმწვავეს აქციებს, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას. ჩვენ მათ აუტანელ პირობებს შევუქმნით, რათა მოშორდნენ ქვეყანას. სამშაბათს იქნება სესია და ამის ჩატარების უფლებას არ მივცემთ,"- განაცხადა გიორგი გუგავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

 

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩავარდა, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა.

 

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები ბოლიკრებული ჰქონდათ, რის გამოც დეპუტატები შენობაში შესვლას და მუშობას ვერ ახერხებდნენ. 18 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმებმა აქცია დაშალეს და პარლამენტმა მუშაობა განაახლა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner