logo_geo
eng_logo
ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს კაკულია და ბერაია უხელმძღვანელებენ
- +

20 ნოემბერი. 2019. 02:06

 

ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია განიხილებიან. ამის შესახებ ექსკლუზიურად „ქრონიკისთვის“ გახდა ცნობილი.

 

დიდი ალბათობით, რომან კაკულია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ირაკლი ბერაია კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩაიბარებს. რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, ჯერჯერობით მმართველ გუნდში კანდიდატურებზე საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არაა.

 

კონსულტაციები უკვე დაწყებულია, ძალიან მალე მოხდება საკადრო გადაადგილებები. კომიტეტები გააგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. გარწმუნებთ, რომ ამ პოზიციებზე პროფესიონალებს შევარჩევთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

 

ვინ უხელმძღვანელებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, ვინ ჩაანაცვლებს რომან კაკულიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ვინ დაწინაურდება ვიცეპისკერების პოზიციებზე, ამ საკითხებზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner