„პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით ჩვენ მივაღწიეთ ორ მნიშვნელოვან შედეგს“, - ამის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით ჩვენ მივაღწიეთ ორ მნიშვნელოვან შედეგს: პირველი - ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ განვითარებას და ასევე მოსახლეობას დავუტოვეთ საშუალება, პარლამენტში ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დაელაპარაკება. და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ჩვენ ჩავშალეთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების დესტრუქციული გეგმა“,- აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.