logo_geo
eng_logo
უნგრეთი: საშინაო საკითხები საქართველოს გადასაწყვეტია, თუ დაგჭირდებით იცით სად გვიპოვოთ
- +

20 ნოემბერი. 2019. 23:53

 

 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის საკითხზე ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

 

მისი თქმით, საკმარისად არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც უყვართ ლექციების კითხვა სხვა ქვეყნებისთვის. მაგრამ უნგრეთი არასდროს მიიჩნევს საშინაო დავალებად, გაასაჯაროოს სხვადასხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება.

 

საკმარისად არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც უყვართ ლექციების კითხვა სხვა ქვეყნებისთვის. რაც ჩვენ შეგვიძლია გისურვოთ, არის წარმატება, როდესაც საქმე ქვეყნის სტაბილურობასა და პროგრესს ეხება. თუ რაიმეთი შეგვეძლება დახმარება, თავად იცით, სად გვიპოვოთ. რაც შეეხება შიდა საკითხებს, ჩვენ მათ გადასაწყვეტად თავად საქართველოს ვუტოვებთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner