logo_geo
eng_logo
საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი იქნება
- +

21 ნოემბერი. 2019. 11:26

 

„საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის  პრესსპიკერი იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი პოზიციის შემოღება ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიას შორის.

 

„მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესსპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი.  ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიას შორის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner