logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გააქტიურებულია ყველა არხი, რასაც სახელმწიფო ფლობს, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდეს
- +

21 ნოემბერი. 2019. 11:42

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობა და შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.

 

„ჩვენი მთავრობა, შესაბამის სტრუქტურები და ყველა ის არხი, რასაც შეიძლება, სახელმწიფო ფლობდეს, არის გააქტიურებული, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რაც შეიძლება მალე მოხდეს. დღეს პრემიერის მოწოდება იყო, რომ ასეთ პირობებში ყოველთვის მნიშვნელოვანია თვითონ დაკავებული პირის ინტერესი და სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე, ინფორმაციას რა ფორმით ვავრცელებთ. სიტყვებს როგორ ვაფორმულირებთ და ამას ყველა დავუკვირდეთ. მინდა, ამ მოწოდებას შევუერთდე. აქედან გამომდინარე, მინდა, ვუსურვო ოჯახს, ოჯახის წევრის გათავისუფლება, რადგან ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება და ეს პროცესი მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner