logo_geo
eng_logo
არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა
- +

21 ნოემბერი. 2019. 20:54


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდს.

 

რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

 

ასევე, გაიმართა მსჯელობა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

 

შეხვედრისას განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

 

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გამოხატა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner