logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მე ვარ მომსწრე, როცა თათბირზე ივანიშვილს ხუნდაძე, ოქრიაშვილი და სხვები ღიად დაუპირისპირდნენ
- +

21 ნოემბერი. 2019. 21:19


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების იდეა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა მხარი არ დაუჭირეს.

როგორც თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა,  თავად იმყოფებოდა იმ თათბირზე, როცა ბიძინა ივანიშვილს ის დეპუტატები დაუპირისპირდნენ, ვინეც შემდგომ პარლამენტში კანონპროექტს ხმა არ მისცეს, მათ შორის არის, ხუნდაძე, ოქრიაშვილი და სხვები.

წულუკიანის ინფორმაციით, „ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების იდეა არ მოსწონდათ, იყო ცხარე კამათი.

 

“ეს იდეა წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან და მიკვირს ადამიანების, რომლებიც არიან ნაწყენი, რომ ეს იდეა ვერ გავიდა, იმიტომ, რომ გარკვეულმა ჯგუფმა ხმა არ მისცა. მიდის სპეკულაციები იმაზე, რომ "ამის უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი დგას, თორემ როგორ გაბედავდა ოქრიაშვილი"...

 

მე ვარ მომსწრე, როდესაც თათბირზე ბატონმა ბიძინამ ეს იდეა გააჟღერა, ეს დეპუტატები, ვინც დღეს კანონპროექტს ხმა არ მისცეს, იგივე ხუნდაძე, ოქრიაშვილი და სხვები, მას ღიად დაუპირისპირდნენ და თქვეს, რომ ეს ჩვენ არ მოგვწონს და იქ იყო ცხარე კამათი. შესაბამისად, ჩვენ ალბათ ჯობს გამოვიდეთ იმ ლოგიკიდან, რომ ვიყოთ განაწყენებულები, იმიტომ, რომ ვისზე არიან განაწყენებულები, არ მესმის. ეს ბატონი ბიძინას დაპირება კი არ იყო, ეს იყო იყო იდეა, შესთავაზა, რომ პარტია აქეთ წავა, პარტიაში ვიღაცებმა ეს არ გაიზიარეს“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

 

მისივე თქმით, დღეს ის დეპუტატი რომ ყოფილიყო,  იმ ჯგუფში იქნებოდი, რომელიც იტყოდა, რომ მაჟორიტარობა შესანარჩუნებელია და ეს ქვეყანას სჭირდება.  

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner