logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე დასავლეთს პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს
- +

22 ნოემბერი. 2019. 00:04

 


აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა,  ატლანტიკურ საბჭოში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას,  საოკუპაციო ძალების მიერ, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან  საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ კოლეგებს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო გატაცებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

 

მისი თქით, 9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ქართველი ფიზიკოსი და საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, უკანონოდ დააკავეს მაშინ, როდესაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პაციენტთან ჰქონდა ვიზიტი. ის დააკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ცხინვალის რეჟიმის ორგანოებმა და მის მიმართ აღძრულია საქმე „ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“.

 

„ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის, ექიმ გაფრინდაშვილის დროული, უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნება. გუშინვე, გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. პლენარულ სესიაზე ღია დისკუსიის დროს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ექიმი გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner