აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბოქლომების დადების აქტივობას გამოეხმაურა. რიჟვაძე ოპონენტებს არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს.
„მე ვურჩევდი მათ, „ცირკაჩობას“ მოეშვან და საქმის კეთებაზე გადავიდნენ, მოემზადონ არჩევნებისთვის და დაამტკიცონ, რისი გაკეთება შეუძლიათ. მათ ბოქლომი ერთხელ უკვე დაადო ქართველმა ხალხმა და, რა თქმა უნდა, ეს ბოქლომი აღარ გაიხსნება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.