logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე „ნაცმოძრაობაზე“:ვურჩევდი, „ცირკაჩობას“ მოეშვან და საქმის კეთებაზე გადავიდნენ
- +

22 ნოემბერი. 2019. 13:34

 

 

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბოქლომების დადების აქტივობას გამოეხმაურა. რიჟვაძე ოპონენტებს არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს.

 

„მე ვურჩევდი მათ, „ცირკაჩობას“ მოეშვან და საქმის კეთებაზე გადავიდნენ, მოემზადონ არჩევნებისთვის და დაამტკიცონ, რისი გაკეთება შეუძლიათ. მათ ბოქლომი ერთხელ უკვე დაადო ქართველმა ხალხმა და, რა თქმა უნდა, ეს ბოქლომი აღარ გაიხსნება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner