„ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, პროტესტის ასეთი ფორმა დისკომფორტს უქმნის“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საპროტესტო აქციებს და მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
რომან კაკულიას თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
„რა თქმა უნდა, პროტესტის ასეთი ფორმა დისკომფორტს ქმნის. ვისაც შუბლზე ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, ალბათ, ყველას უქმნის დისკომფორტს, მაგრამ აქ არის საზოგადოების მეორე მხარე, რომელთანაც პასუხი უნდა გქონდეს. არ ვიცი, ვის რა მოტივაცია აქვს, მაგრამ მე ერთი წამი არ მინდა პარლამენტში ყოფნა, თუ ვხვდები, რომ ზოგადად პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი დგება“, - განაცხადა კაკულიამ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ასეთი ტიპის პროტესტზე ყოველთვის სახლში თუ უნდა წავიდნენ, „მაშინ რატომ უნდა ვატაროთ არჩევნები საერთოდ“.
„დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, რაოდენ მიუღებელი ხალხიც არ უნდა იდგეს ჩვენთვის. დაპირისპირება მხოლოდ დიალოგით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.