ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა კახა კალაძის სიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს და „ნაციონალებს" მიმართავს, რომელთა მმართველობის დროსაც 2011 წლის 26 მაისს პაატა აბულაძე რუსთაველის გამზირზე მიტინგის დარბევისას სცემეს.
„მართლა უნამუსოები ხართ, ნაცებო და მათო მხარდამჭერებო. დიახ, ესაა პაატა აბულაძე, კახი კალაძის სიძე, დღეს რომ ატრიალეთ შვიდ ბრუნვაში, 26 მაისს ასე სასტიკად ნაცემი რომ დააგდეთ რუსთაველზე, და რა ეკრძალება ამ ადამიანს, პროტესტი? თუ დღეს რომ რომელიმე მათგანი გნახოთ პირისპირ, თავზე ხელს გადაგისვამთ? ბოდიში მოუხადეთ ამ ადამიანს და მთელ საქართველოს, თუ გინდათ, რომ შურისმაძიებლები არ გავხდეთ! გრცხვენოდეთ!" - წერს ჟურნალისტი.