logo_geo
eng_logo
მაკუნა გამცემლიძე: დღეს, “ანაგი” 30 წლის გახდა
- +

22 ნოემბერი. 2019. 20:17



“დღეს “ანაგი” 30 წლის გახდა ! წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ “ანაგი” ჩემი მეოთხე შვილიათქო და ძალიან მომეწონა ეს ფრაზა. ახლა კი გეტყვით რომ ეს “შვილი” ისე გაიზარდა და განვითარდა, უკვე ჩემს მრჩევლად და იმედად უფრო წარვადგენ“,
– წერს სოციალულურ ქსელში მაკუნა გამცემლიძე და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

 

„…მისგან ვსწავლობ, როგორ უნდა გახდე ყველაზე წარმატებული შენს საქმიანობაში ისე რომ შენს გარშემო არავინ დაჩაგრო და დააზიანო, პირიქით , მას შეუძლია “კონკურენტებს” დახმარება გაუწიოს და გვერდში დაუდგეს ნებისმიერ სიტუაციაში.

… ვსწავლობ, როგორ აკეთო უზომოდ ბევრი სიკეთე და ამაზე არასოდეს ილაპარაკო, მისი “ხმაურისთვის” გათვლილი ბიუჯეტი მთლიანად უანგარო სიკეთის კეთებისკენ არის მიმართული !

მისთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხის და დარგის განვითარებაა და 30წელია ყველაფერს აკეთებს ამისთვის!!!

არა იმიტო რომ “შვილად” მოვიხსენიე , მართლა , ობიექტურად ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ზუსტად ასეა და თუ ვინმეს , ოდესმე რაღაც სახით ჰქონია “ანაგთან” შეხება არ შეიძლება არ დამეთანხმოს

ძალიან ბევრი რამ შემიძლია და მინდა კიდევ დავწერო , თუმცა საოცრად თავმდაბალმა მიმაჩვია რომ ზედმეტად არ უნდა ვაქო და ვადიდო.

მისი წარმატების მთავარი საიდუმლო საოცარი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობაა, მისი ძალიან გრძელი და დატვირთული ისტორია კი ამ შრომის შედეგი !

ვულოცავ “ანაგს” და მის 3000 თანამშრომელს დაბადების დღეს!!!

მე თქვენ მიყვარხართ !!!”,-წერს გამცემლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner