logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ბოქლომების კისერზე ჩამოკიდებით და აქეთ-იქით შევარდნით ვერაფერს მიაღწევთ
- +

22 ნოემბერი. 2019. 21:11

 


​თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ბოქლომების კისერზე ჩამოკიდებით და აქეთ-იქით შევარდნით ვერაფერს მიაღწევს.  

 

ბოქლომების კისერზე ჩამოკიდებით და აქეთ-იქით შევარდნით ვერაფერს მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ მიიღებთ სამართალდარღვევებისთვის შესაბამის სასჯელს. ეს არის ამ მთლიანი პროცესის თავიც და ბოლოც. ამიტომ დავწყნარდეთ, მოვემზადოთ არჩევნებისთვის, განვიხილოთ ბიუჯეტი და ვიზრუნოთ ხალხის კეთილდღეობაზე, “- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

ბექა დავითულიანმა მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა და ოპოზიციას შეახსენა, რომ სწორედ მმართველი პარტიის ინიციატივით, 2024 წლიდან არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.

 

სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თქვა, რომ 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადავა ქვეყანა და ჩაწერა ეს კონსტიტუციაში, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მუდმივი დესტრუქციისა, ბოიკოტისა და მცდელობებისა, რომ ეს ვერ მომხდარიყო, გვედავება ჯგუფი, რომელიც მთელი 9 წლის მანძილზე ცდილობდა, რომ პროპორციული სისტემა ვერ გასულიყო. გვედავებიან ისინი, რომლებმაც 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებით, ასი დეპუტატი რომ უნდა ყოფილიყო პროპორციული სიით და 50 მაჟორიტარული წესით, კიდევ 25 მოაკლეს ამ ცვლილებებით პროპორციულს სიას 2005 წელს. გვედავებიან ისინი, რომელთაც ინიციატივა ჰქონდათ, რომ 2011 წელს კიდევ 40 მაჟორიტარი დაემატებინათ,“ – განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა.

 

ბექა დავითულიანმა ასევე განმარტა, რომ 2020 წლამდე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩამოწევაც იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა და არა დაპირება.

 

ჩვენ გვაქვს ის ტვირთი, რომ ჩაგვივარდა ინიციატივა, ვერ მოვაგროვეთ საკმარისი ხმები, ხოლო ოპოზიციის ტვირთი კი ისაა, რაც მათ 9 წელი აკეთეს ქუჩაში ჩაცხრილვით, ტერორით, ყველაფერზე ბოქლომების დადებით, ციხეებში წამებით და გაუპატიურებით. ეს იქნება რეალობა,“ – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner