logo_geo
eng_logo
ჯაბა ჯიშკარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის რევანშისტული ძალა, რომელსაც შურისძიება უნდა
- +

22 ნოემბერი. 2019. 22:05

 

 


​​თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი კოლეგებს მოუწოდებს, განსხვავებული აზრის მოსმენა, ატანა და გაანალიზება ისწავლონ.  



"პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულ აზრს ვერ იტანდა. როცა „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი, ვამაყობდი იმით, რომ ჩვენთვის იყო მხოლოდ და მოხოლოდ შხაპი და არა ბოღმის საგანი. დღეს, სამწუხაროდ მე ვნახე, განსხვავებული აზრი, საკმაოდ კორექტული, სხვათა შორის ვიღაცებისთვის ამ დარბაზში მიუღებელი იყო. ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო, მთელი თბილისი და ძალიან ბევრი მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს. დამიჯერეთ, არავის არავის წამოხტომების არ ეშინია. ზოგიერთები ამ დარბაზში მყოფი, ჩირგვებში რომ იჯდა, ჩვენ ტყვიების წვიმაში გვაქვს გავლილი ადამიანის უფლებების დასაცავად", - აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი. 

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის რევანშისტული ძალა, რომელსაც უნდა, ხელისუფლებაში მობრუნდეს და სისხლი ანთხევინოს ძალიან ბევრ ქართველს და შური იძიოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner