დედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დაეხმარონ.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ანიტას ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და საჭირო საბუთებს ელოდებიან, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება.
ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან.
ბავშვი ამჟამად ავსტრიაშია, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად აქტიური კამპანი მიმდინარეობს სოციალურ ქსელშიც. დახმარების სურვილი ემიგრანტებმაც გამოთქვეს.
სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე, სახელად "ანიტასთვის" მშობლები შვილების ფოტოებს დებენ, სადაც ჩანს, რომ ბავშვები მზად არიან ქველმოქმედების მიზნით გაყიდონ საკუთარი ნახატები და ანიტას დასახმარებლად თანხა შეაგროვონ. ასევე, ბავშვების დიდმა ნაწილმა, ანიტას მძიმე მდგომარეობის გაგების შემდეგ, საკუთარი ყულაბები გახსნა.
ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი“ ბანკი – GE38თB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია).