logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ეს ორი იდუმალებით მოცული ადამიანი პირდაპირ კავშირშია ჯიხაშკარ-ხიბულას შავბნელ მოვლენასთან!
- +

9 ივნისი. 2016. 13:01


ჟურნალისტი  ირაკლი შონია ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებისას ძმები ჩუხუების დაკითხვას ითხოვს.


თუ დღემდე მთავარ პროკურატურას არ დაუკითხავს ძმები ჩუხუები პრეზიდენტის მკვლელობის საქმეში, კატეგორიულად მოვითხოვ მათ დაკითხვას!

 

ეს ორი იდუმალებით და ბურუსით მოცული ადამიანი პირდაპირ კავშირშიჯიხაშკარ-ხიბულას შავბნელ მოვლენასთან! საეთოდ კაციშვილი რომ არ კითხულობს და არც არავინ არაფერს გვეუბნება, რა ხდება პროკურატურაში, მიმდინარეობს ძიება თუ თაროზე შემოდეს ეს საქმე???

 

გარკვეული პიროვნებები ანგარიშვალდებული არიან ქართველი ერის წინაშე!!! თუ ვინმეს ონია, რამე პირადად მე დამავიწყდა, ძალიან ცდება! არაფრით არ ვაპირებ, შევეგუო რაიმე უმოქმედობას და არც დაზავებას ვაპირებ მკვლელებთან და პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილე პირებთან!" - წერს შონია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner