logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი მალაშხიაზე: ანაკონდა იქეთ იყოს და ასეთი იდიოტები, როგორ იყვნენ ხელისუფლებაში?
- +

24 ნოემბერი. 2019. 19:36



ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: მალაშხია ანაკონდაზე - ასეთ იდიოტობას მალაშხიასგანაც არ ველოდი.  

თურმე ანაკონდა ადამიანს, როცა ყლაპავს და მკერდამდე ამოვა, ბაც! - უცბად ხელებს გაშლი, ვეღარ აგრძელებს ყლაპვას და ანაკონდაც კვდება. 

თან ეს მეთოდი აფრიკულ ტომებში გამოუგონიათ.  

ოღონდ ანაკონდა სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. იმათ ვერ გამოიგონეს და რომელიღაც აფრიკულ ტომს გამოუგონია ანაკონდას დაჭერის ეს მეთოდი.  

მალაშხიამ, სადღაც ინტერნეტში, რაღაც სისულელე წაიკითხა, დააკოპირა, დოკუმენტურ ფილმში გადაიტანა და მთელ ქვეყანას არწმუნებს, რომ აფრიკული ტომები სამხრეთ ამერიკაში ანაკონდებს გაშლილი ხელებით ახრჩობენ, ოღონდ ამ დროს მკერდამდე უკვე ანაკონდას მუცელში არიან.  

ანაკონდა იქით, სამხრეთ ამერიკაში იყოს და ასეთი იდიოტები, როგორ იყვნენ აქეთ, საქართველოს ხელისუფლებაში?!“.  

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner