logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია მაჟორიტარების ინიციატივაზე: შეთანხმება მიღწეულია, გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება
- +

24 ნოემბერი. 2019. 21:25

 


მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ე.წ. ამბოხებული დეპუტატებისა და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა, მაჟორიტარების ინიციატივასთან დაკავშირებით, შეთანხმება მიღწეულია.

"შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით. შეხვედრას ესწრებოდნენ ის მაჟორიტარები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. პრინციპში შეთანხმება მიღწეულია, გადაწყვეტილება გამოცხადდება. ხვალ, კიდევ ერთხელ იქნება უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ამ საკითხის კიდევ ერთხელ განვიხილავთ. ამის შემდეგ, იქნება უკვე ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება",-განაცხადა მერაბ ქვარაიამ. 

შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა წამოაყენა ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner