ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცი სახლში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეძინა, როდესაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მალევე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.