logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: რომც შევეწირო, მათ ვერ დავუთმობ ჩვენი შვილების და ქვეყნის მომავალს
- +

25 ნოემბერი. 2019. 00:12

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი პარტია "ქართული ოცნებიდან" მერაბ ქვარაია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა კვლავ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

როგორც დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, "ენმ"-ს წევრები დღეს კიდევ წამლავენ ადამიანებს, ახალგაზრდებს აგულიანებენ, რომ, როგორმე ხელისუფლება ჩაიგდონ და ისევ დაატრიალონ ის,რაც ერთხელ გააკეთეს.

მერაბ ქვარაია 2005 წლის მოვლენებს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს/

"​იცის ყველამ, რომ არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ...
2005-
ში ისე ჩამაგდეს ციხეში, ხმაც არ ამომაღებინეს... ერთი წელი ჭრიდნენ და კერავდნენ, ცვალეს და ატრიალეს ბრალდება, ხან რა მოიგონეს და ხან რა, თვითონ ვერ იგებდნენ რას წერდნენ... ერთი წელი მიამიტურად ვცდილობდი, რომ სიმართლე მემტკიცებინა, ბოლოს ბოლომდე აშკარა გახდა, რომ უაზრო იყო ეს ყველაფერი. მათ დაკრულზე, რომ არ ვიცეკვე, ადგნენ და 22 წელს მისჯიდნენ, მერე 6 წელს და 6 თვე- დასჯერდნენ... მიყვნენ და ოჯახის წევრებით დაწყებული, სამეგობრო და პოლიტიკური თანამოაზრეებით დამთავრებული კაცი არ დამიტოვეს ჩემს ირგვლივ, სამარცხვინოდ შეკერილ საქმეებით ზოგი დაიჭირეს და ციხეში შემოაგდეს, ზოგი გააქციეს, ქვეყნიდან გააძევეს - პოლიტიკური ველი გაასუფთავეს სამეგრელოში რომ გეკითხა ...
ჩემი უმცროსი ძმა, შვილივით გაზრდილი 26 წლის ბიჭი საერთოდ შეიწირეს და სიმწრით მაგლოვეს ციხეში...არ დარჩენილა არავინ, ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია, ეკლესია - თუ ვინმეს ხმა მიუწვდებოდა, ითხოვდა ჩემს განთავისუფლებას, ერთი დღე არ გამატანეს გარეთ, ერთი დღეც კი... არაკაცები ეგენი...
დღეს კიდევ წამლავენ ადამიანებს, ახალგაზრდებს აგულიანებენ, რომ, როგორმე ხელისუფლება ჩაიგდონ და ისევ დაატრიალონ ის,რაც ერთხელ გააკეთეს...
რომ შევეწირო, მე მათ ვერაფერს დავუთმობ, მით უფრო ჩვენი შვილების და ქვეყნის მომავალს... თქვენი ყველამ თქვენი იცოდეთ...ვისაც გესმით და ხედავთ, იმას გთხოვთ, პირდაპირ თუ ირიბად მათ წისწვილზე ნუ დაასხამთ წყალს...
არ დაგავიწყდეთ ეს საშინელი წარსული და იფიქრეთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ყველამ..." - წერს დეპუტატი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner