logo_geo
eng_logo
ვაშაძე პლებისციტზე: დროის გაწელვაა, ჩვენ ამას არ მივიღებთ
- +

25 ნოემბერი. 2019. 02:13

 

 

პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას გადაწყვეტს, ოპოზიცია ამაზე არ დათანხმდება, რადგან მიიჩნევს, რომ ამ გზით “ქართული ოცნება” დროის გაწელვას შეეცდება

 

მისი აზრით, "ქართულ ოცნებას" ძალიან ეშინია მშვიდობიანი პროტესტის, რაც მათ დაიწყეს.

 

“ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროის გაწელვის საკითხი. "ქართულ ოცნებას" ძალიან ეშინია მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის, რაც ჩვენ დავიწყეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სწორი გზით მივდივართ. ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ რეალურად გაითვალისწინონ ხალხის ნება და არა უბრალოდ რაღაცა მექანიზმები შექმნან იმისთვის, რომ გაწელონ, როგორმე პროცესი. პროცესი სწორად მიდის, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა და საბოლოო გმაარჯვება იქნება ” , – ამბობს გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

 

მისი თქმით, ოპოზიციის გეგმები უცვლელია და 25 ნოემბერს 7 საათზე აქცია კვლავ გაიმართება, რასაც პარლამენტის პიკეტირება მოწყვება.

 

როგორც ვაშაძე აცხადებს, ოპოზიცია არ მისცემს მმართველ პარტიას 26 ნოემბერს პარლამენტის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას.

 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემაზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” დეპუტატი აკაკი ზოიძე გამოვიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner