მეტეხის გვირაბებში 25-დან 29 ნოემბრამდე 3D ლაზერული სკანირება და სტრუქტურული მდგომარეობის შემოწმება იგეგმება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში. აქედან გამომდინარე, მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება.
25 და 26 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.
27 და 28 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!