ექსპერტი ამირან სალუქვაძე კიევში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ყოფილი დეპუტატების - გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის შეხვდრას ეხმიანება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
"მიშა რომ ხვდება მის დროს ჯაშუშობა-ღალატში ბრალდებულ ხალხს, ვიცი რაც ჰქვია, მაგრამ ესენი რომ ეკვრებიან მის პარტიას, ბრალდებების საჯაროდ უარყოფის, საჯარო ბოდიშის გარეშე, ამას რა ჰქვია?
შეიძლება ასეთი ღირებულებებით თამაში?
არსებობს ამ ბრალდებებზე მძიმე დანაშაული?
შეიძლება, როცა შენ გსურს პირი მოღალატედ შერაცხო და ვინც მასთან დადგება, ისიც ზედ მიაყოლო, ხოლო, როცა მოისურვებ, ეს ბრალდებები დავიწყებას უნდა მიეცეს?
ვინმემ პასუხი აგო ცრუ ბრალდებების წაყენებაზე?
მსოფლიოში არსებობს ქვეყანა, რომელიც ასეთი ღირებულებებით ასე თამაშობს?", - წერს მამუკა სალუქვაძე.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს, კიევში, გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.