logo_geo
eng_logo
იურისტი: საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
- +

25 ნოემბერი. 2019. 21:47

 

იურისტი თამთა მეგრელიშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ, ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მოდელი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას.



თამთა მეგრელიშვილის განმარტებით,  საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ჩანაწერით, 2020 წელს ასარჩევი პარლამენტის შემადგენლობა, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრით განისაზღვრება. პროპორციული სისტემის არსიდან გამომდინარე არჩევანი კეთდება პარტიულ სიებს შორის და არა კანდიდატებს შორის. შესაბამისად, ქვეყანას ეყოლება პროპორციული სისტემით არჩეული 77 დეპუტატი, 77 მანდატი პარტიულ სიებზე მიღებული ხმების პროპორციულად განაწილდება.

 


„ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გამოდის რომ პარტიებზე პროპორციული სისტემით უნდა გავანაწილოთ ყველა, 150-ვე დეპუტატი, რაც მაჟორიტარული წესით მიკუთვნებულ 73 მანდატსაც მოიცავს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი მხოლოდ 77 მანდატი უნდა განაწილდეს პროპორციული სისტემით. 150 და 77 შორის განსხვავებაა”, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.  

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner