logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის გაშარჟების ეს მცდელობა, რეალურად ხატების გაშარჟებაა
- +

25 ნოემბერი. 2019. 22:47


ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „გირჩის“ აქტივისტების მიერ გამართულ აქცია-პერფორმანსს სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს. 


ვითომ და ბიძინა ივანიშვილის გაშარჟების მცდელობა, რეალურად ხატების გაშარჟებაა. ეს არ არის სიტყვის, ან აზრის გამოხატვის თავისუფლება, ამას დემოკრატია და მისი ღირებულებები არ ითვალისწინებს! ეს არის მკრეხელობაც, უგნურებაც და რეალურად ძალიან, ძალიან საშიში და სახიფათო პროვოკაცია, რომელიც რელიგიური გრძნობების გადათელვას ემსახურება. სირცხვილი მართლაც ეს არის “, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner