ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „გირჩის“ წევრების დღევანდელ აქციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება:
„მებრძოლი უღმერთოები! ასეთი მკრეხელობა როგორ უნდა იკადროს ადამიანმა?! ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ ის ლიდერები, ვინც პატრიარქს სტუმრობს ხოლმე. ამათთან, ამ გარეწრებთან, რომლებმაც ხატები ასე შეურაცხყვეს, როგორ დგახართ?! ეს უკვე ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება! ახლა ან ყველა ერთად გაიზიარებთ პასუხისმგებლობას ამ მკრეხელობისთვის, ანდა გაემიჯნებით და დაგმობთ!“, - წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.