logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „გირჩს“ : ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში დაასრულა
- +

25 ნოემბერი. 2019. 23:51

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ დღეს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:



ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!“ - წერს ირაკლი კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ამ ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ “გირჩის” წევრებმა დღეს, საპროტესტო  მსველობა მოაწყვეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა იანიშვილის სახლთა. მათ თან მიჰქონდათ პლაკატი, რომელზეც სხვადასხვა წმინდანის ხატზე, გამოსახულია ბიძინა ივანიშვილის სახე და აწერია – “წმინდა ბიძინა”.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner