მოქალაქეებს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, საღამოს, პარლამენტის შენობის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართული აქციის ტრიბუნიდან მიმართა და მოსახლეობის იმ ნაწილს მოუწოდა ქუჩაში გასვლისკენ, ვისაც ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდათ.
მარგველაშვილის განცხადებით, ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ აქციაზე "ქართული ოცნების" დასამარცხებლად, ან "ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისთვის დგანან, პრინციპულად ცდებიან.
„თუ გინდათ, რომ არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, მოდით და დადექით აქ, რადგან პროპორციული არჩევნები მოიტანს იმას, რომ ყველას ექნება თავის წილი… თუ გინდათ, რომ აღარ მოხდეს ერთის მიერ მეორე ხელისუფლებისთვის ყველაფრის 100%-ით გადაცემა, მოდით და დადექით აქ“, - აცხადებს მარგველაშვილი.