logo_geo
eng_logo
სოსო რობაქიძე მაჩალიკაშვილს: ჭორები ბევრი გამიგია თქვენზე, მაგრამ არ მინდა დავიჯერო
- +

26 ნოემბერი. 2019. 01:43

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ როგორც ბუტა რობაქიძე მოკლეს უმოწყალოდ, ასევე მოკლეს თემირლანი.

 

ამასთან, მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტ ელისო კილაძის ცილისმწამებლური რიტორიკა გაიმეორა და ბუტა რობაქიძის მშობლები მოკლული შვილით ვაჭრობაში დაადანაშაულა.

 

მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალდებას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება:

 

აქედან მინდა მალხაზ მაჩალიკაშვილს ვუპასუხო: მალხაზ ბატონო, მე თქვენი მტერი არ ვარ. მე ვიყავი და ჩამოვედი თქვენი შვილის სამძიმარზე. ჭორები ბევრი გამიგია თქვენზეც, მაგრამ მე მაგას არცერთ სიტყვას არ ვიჯერებ და არ მინდა რომ დავიჯერო. მე ვიცი ვინც დგას თქვენს უკან, ყველაზე დიდი ჭორიკანა და უზნეო ადამიანი. ხვდებით ალბათ ვინც არის…

 

მე გული მტკივა თქვენი შვილის ტრაგიულად დაღუპვის გამო. გაანათლოს ღმერთმა. მე მზად ვიყავი თქვენ გვერდით დავმდგარიყავი, მაგრამ თქვენ იმ ხალხთან დადექით, სადაც იმ ხალხს ქუჩიდან დაწყებული ციხეებით დამთავრებული ასობით ადამიანი ჰყავთ მოკლული და გაუპატიურებული. მე ყოველთვის ვებრძოდი მათ პატიოსნად და ახლაც ასე გავაგრძელებ მათთან შეუპოვარ ბრძოლას.

 

რაღაცას როცა ამბობ მალხაზ ბატონო, ადამიანს ცილს რომ სწამებ, მაშინ ფაქტებით უნდა დაამტკიცო ყველაფერი. თუ ვერ დაამტკიცებ, მოგიწევს დამტკიცება. და თუ ვერ დაამტკიცებ, აქედან გამოჩნდები საზოგადოების თვალში რა მართალი კაციც ხარ. არავისში შეგეშალო და აგერიო.

 

კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენი შვილის დაღუპვას და ღმერთმა გაანათლოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი”, – წერს რობაქიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner