საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ ორგანიზებულ აქციას აკრიტიკებს, რომლის დროსაც „გირჩელებმა“ მსვლელობა მოაწყეს პლაკატებით, სადაც ხატებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.
“ოეე, მავნებლებო, ფუუ, ვინც ამათ გვერდით დაუდგება, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა მიქაელის და თამარ მეფის ხატებს მოსჭრეს თავები და ბიძინას თავი ჩასვეს. თქვენი… საქართველო აღარ ახსენოთ, ბილწებო” ,– წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.