logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა „გირჩზე“ : ესენი ბიძინას კი არა, მართლმადიდებლობას და საქართველოს ებრძვიან
- +

26 ნოემბერი. 2019. 01:53


ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ აქციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ლიდერს კი არ ებრძვის, არამედ მართლმადიდებლობას.


ჯაბა ხუბუას მოსაზრებით, ასეთი აქციების მიზანია მორწმუნე მართლმადიდებლების პროვოცირება მათი რელიგიური გრძნობების პერმანენტული, ცინიკური შეურაცხყოფის გზით, რათა უკიდურესობამდე მიყვანილებმა ექსტრემისტულ მეთოდებს მიმართონ.

 

ნუ გგონიათ, რომ მართლმადიდებლური ხატების ბაზაზე პოლიტიკოსების დაკოლაჟება პოლიტიკური პროტესტის ფორმაა, ან იმ კონკრეტული პოლიტიკოსების გაშარჟებასა და გაოდიოზურებას ემსახურება, რომელთა თავებსაც წმინდანების სხეულზე ამონტაჟებენ.

 

არა, ეს არის სრულიად მიზანმიმართული პროვოკაცია მართლმადიდებლობის, როგორც ასეთის წინააღმდეგ.

 

მოგეხსენებათ, მართლმადიდებლობა არანაირად არ არის აფილირებული რელიგიურ ექსტრემიზმთან. მართლმადიდებლობის სახელით არ ხდება ტერორისტული აქტები. მართლმადიდებლობის სახელით ადამიანებს არ აჭრიან თავებს. მართლმადიდებლობა არ ღვრის სისხლს.

 

რა უნდა მოხდეს, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს?

 

უნდა მოხდეს ნომინალური თუ მორწმუნე მართლმადიდებლების პროვოცირება მათი რელიგიური გრძნობების პერმანენტული, ცინიკური შეურაცხყოფის გზით, რათა უკიდურესობამდე მიყვანილებმა მიმართონ ექსტრემისტულ მეთოდებს...

 

აი, მერე კი წავა, მაგრამ რა წავა: ,,ველური ქართველი მართლმადიდებლები”, ,,მართლმადიდებლობა სიბნელეა, რომელიც ებრძვის თავისუფლებას, როგორც ფასეულობას”... და ა. შ.

 

ამისთვის ირჯებიან ეს პროვოკატორები, რომლებიც, ვინ იცის, რომელი უცხო სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებენ.

 

მოკლედ, ესენი ბიძინას კი არა, მართლმადიდებლობას და საქართველოს ებრძვიან“, - წერს ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner