logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილის სახელით ყალბი ფეისბუქგვერდები იქმნება
- +

26 ნოემბერი. 2019. 21:18

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  სოციალურ ქსელ ფეისბუქში, პერიოდულად, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.

მათივე განმარტებით, მოცემული გვერდებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ემსახურება.


თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ოფიციალური ფეისბუქ და ტვიტერის გვერდებით. საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ“, - ნათქვანია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner