logo_geo
eng_logo
ჰაიკო მაასი: საქართველო ჩვენი სანდო, სტაბილური და ღირებული პარტნიორია ევროპაში
- +

27 ნოემბერი. 2019. 10:27

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, გერმანია მომავალშიც გააგრძელებს  საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას, რადგან იგი გერმანიის სანდო და ღირებული პარტნიორია ევროპაში.

როგორც ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ბერლინში გამართული ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანიის ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და ნდობით აღსავსეა. საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში  და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

 

საქართველო არის ჩვენი სანდო, სატბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში. ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ  ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები. გვსურს პირველ რიგში გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ იგი ხელშესახები იყოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ  მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს ხმარდაჭერას და დახმარებას”, - განაცხადა მაასმა.

 

მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადმიანის უფლებების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარების მიუღებლობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უნდა დასრულდეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner