logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: შეშის ნაპობი რომ მოხვედროდათ ამ უმანკო არსებებს, დამნაშავე ვინ იქნებოდა?
- +

27 ნოემბერი. 2019. 00:16



ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მცირეწლოვანი ბავშვები არიან გადაღებულნი, კრიტიკულად აფასებს და ბავშვთა უფლებების დამცველებს მოუწოდებს შესაბამისი შეფასება გააკეთონ.

„აი, ნაცების რეალური სახე: პროვოკაციულ აქციაზე, სადაც თავად შეშას ესვრიან სამართალდამცველებს, მოყვანილი ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები! ბავშვთა უფლების დამცველებო, მიეცით შეფასება ამ საქციელს! შეშის ნაპობი რომ მოხვედროდათ ამ უმანკო არსებებს, დამნაშავე ვინ იქნებოდა?

ამ ბავშვების მშობლებს მივმართავ, - რატომ დაგყავთ ასეთ აქციებზე ბავშვები?! საკუთარი შვილებიც აღარ გედარდებათ და სააკოვის ბინძურ პროვოკაციებს მსხვერპლად სწირავთ?“,
- წერს ჟურნალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner